თვითშეფასება




პროექტის ანგარიში-რეფლექსია : 

 „მათემატიკის სამყაროში“-ვიქტორინა

მათემატიკური მასალის შესწავლისას დიდი მნიშვნელობა აქვს მის პრაქტიკულად გამოყენებას, ცოდნის რეალიზებას, ამ მიზნის განსახორციელებლად საუკეთესო საშუალებაა მათემატიკური კონკურსები, შეჯიბრებები, ვიქტორინები, ამან გადაგვაწყვეტინა დაგვეგეგმა მათემატიკური ვიქტორინა, რომლის გეგმის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ შეჯიბრების სტილის მოფიქრებასა და შერჩევაში.
პროექტის შედეგებში ვგეგმავდით რომ:
მოსწავლეები შეძლებდნენ:
·      გამოთვლებზე ამოცანის ამოხსნისას მსჯელობ თუ რა უფრო მიზანშეწონილია არითმეტიკულ მოქმედებათა შედეგის შეფასება თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა.
·      სივრცული ფიგურის შლილ დამზადებას.; განასხვავებს სივრცულ ფიგურებს მათი შლილების მიხედვით.
·       თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების ორგანიზებას.

მოსწავლეებს განუვითარდებოდათ შემოქმედებითობის, ურთიერთთანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის უნარები.
ამ პროექტის ფარგლებში, VI კლასის მოსწავლეთაგან შეიქმნა ჯგუფები, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მათემატიკური მასალის ცოდნაში, ლოგიკურ აზროვნებას, სისწრაფესა და საზრიანობაში. ისინი პასუხობდნენ კითხვებს, ხაზავდნენ, ხსნიდნენ ამოცანებს სხვადასხვა მეთოდით, აგებდნენ გეომეტრიულ ფიგურებს, აკეთებდნენ სტერეომეტრიულ ფიგურებს, მოიფიქრეს კითხვები და უსვამდნენ  დანარჩენი ჯგუფების წევრებს მათ.  წინასწარ მოამზადეს სტერეომეტიული ფიგურები მუყაოსა და ხისაგან, შეაფასეს ერთმანეთის გაცემული პასუხები და შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში შეუსწორეს მათ სწორი  პასუხებით. ვიქტორინის მსვლელობას დაესწრნენ სხვა კლასის მოსწავლეები, მშობლები  და მასწავლებლები.
ვიქტორინამ საინტერესოდ ჩაიარა და გამოაჩინა მოსწავლეთა ცოდნის ხარისხი სხვადასხვა საკითხებში, მოსწავლეებმა დაინახეს რა საკითხებში საჭიროებენ დამატებით მუშაობას და ცოდნის განმტკიცებას, მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული რესურსი ვიქტორინისათვის, ხოლო შემდეგ კი ჩატარებული ვიქტორინის შესახებ .
მოსწავლეების მუშაობამ დაგვანახა რომ გავედით იმ შედეგზე, რომელიც დაგეგმილი გვქონდა.
გადავწყვიტეთ მომავალში ვიქტორინების ჩატარებას  მივცეთ სისტემატიური ხასიათი და ჩავატაროთ ყველა კლასში, შესაბამისი თემატიკით.

მათემატიკის მასწავლებელი : ნადია დაბრუნდაშვილი


პროექტ " მათემატიკის სამყაროში" მასწავლებლის თვითშეფასების რეფლექსია:




No comments:

Post a Comment